11 ივნისი 2026,   21:20
ვრცლად
მსოფლიო ჩემპიონატი ფანტასტიკური გამოცდილება იქნება ფეხბურთელებისთვისაც, რადგან ისინი ასეთ სიტუაციაში არასოდეს ყოფილან - სამხრეთ აფრიკის ნაკრების მთავარი მწვრთნელი

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნითი მატჩი დღეს 23:00, მექსიკასა და სამხრეთ აფრიკას შორის გაიმართება და მექსიკისთვის ეს განსაკუთრებული თამაში იქნება, რადგან გუნდი ტურნირს საკუთარ გულშემატკივრების წინაშე იწყებს.

როგორც სამხრეთ აფრიკის ნაკრების მთავარი მწვრთნელი აცხადებს, მსოფლიო ჩემპიონატი ფანტასტიკური გამოცდილება იქნება ფეხბურთელებისთვისაც, რადგან ისინი ასეთ სიტუაციაში არასოდეს ყოფილან. 

"ჰოლივუდშიც კი ვერ დაწერდნენ ამაზე უკეტეს სცენარს, 40 წლის წინ, მსოფლიო ჩემპიონატზე მექსიკის ნაკრების წინააღმდეგ გახსნით მატჩში ვითამაშე, დღეს კი ისევ აცტეკაზე ვარ და გახსნით მატჩში კვლავ ვიღებ მონაწილეობას. საოცარი დამთხვევაა, საოცარი განწყობაა და ეს ჩემი სამწვრთნელო კარიერის უდიდესი მწვერვალია. მსოფლიო ჩემპიონატი ფანტასტიკური გამოცდილება იქნება ფეხბურთელებისთვისაც, რადგან ისინი ასეთ სიტუაციაში არასოდეს ყოფილან. ძალიან მნიშვნელოვანია მივყვეთ ჩვენს სათამაშო გეგმას, ყურადღება არ უნდა მივაქციოთ სტადიონზე შექმნილ ატმოსფეროს. სტადიონიდან უამრავი გულშემატკივარი დაუჭერს მხარს მექსიკის ნაკრებს. ჩვენი ფანები მოედანზე მცირე რაოდენობით იქნებიან, თუმცა ვიცით, რომ მთელი ერი ქომაგობა, ტურნირის ლამაზ დასასრულზე ვოცნებობ. მინდა, სამხრეთ აფრიკა, ისტორიაში პირველად გავიდეს პლეი ოფში" - აცხადებს სამხრეთ აფრიკის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჰუგო ბროსი

დღის ამბები