11 ივნისი 2026,   20:42
ვრცლად
უშგული-ლასდილის და მელე-ლასდილის მონაკვეთებზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ189+200 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთსა და ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ125-კმ151 (მელე-ლასდილი) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანაპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგორიის (გააჩნია 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილი (მძღოლის ადგილის გარდა) და აქვს 5 ტონაზე მეტი სრული მასა) მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
აღნიშნულო საავტომობილო გზების კმ1-კმ184 (ზუგდიდი-უშგული) და კმ1-კმ124 (წყალტუბოს გადასახვევი-მელე) მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

დღის ამბები