11 ივნისი 2026,   16:56
ვრცლად
არ ვერევი და კომენტარს არ ვაკეთებ სხვა პარტიაში მიმდინარე შიდა პროცესებზე, თუ რა თქმა უნდა, აქეთ არ არის ხოლმე თავდასხმები - ნიკა გვარამია

"არ ვერევი და კომენტარს არ ვაკეთებ სხვა პარტიაში მიმდინარე შიდა პროცესებზე, თუ რა თქმა უნდა, აქეთ არ არის ხოლმე თავდასხმები", - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" თანათავმჯდომარემ, ნიკა გვარამიამ "ნაციონალურ მოძრაობაში" დაანონსებულ ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, არ აპირებს ანა წითლიძესთან ბრალდებების და პასუხების რეჟიმში გადასვლას.

"მისი გადაწყვეტილებაა, რომ მონაწილეობა არ მიიღოს ალიანსის საქმიანობაში. ალიანსი ხომ არ არის ფურცლის ორგანიზაცია, თუმცა არსებობს ფურცელზეც, მაგრამ თუ რეალობაში რაც ხდება, იმაში მონაწილეობას არ იღებ, მაშინ არის ეს წევრობა? ანა წითლიძესთან ბრალდებების და პასუხების რეჟიმში გადასვლას არ ვაპირებ. არ ვერევი და კომენტარს არ ვაკეთებ სხვა პარტიაში მიმდინარე შიდა პროცესებზე, თუ რა თქმა უნდა, აქეთ არ არის ხოლმე თავდასხმები," - აცხადებს "კოალიცია ცვლილებისთვის" თანათავმჯდომარე, ნიკა გვარამია.

დღის ამბები