11 ივნისი 2026,   00:18
ვრცლად
"კალასი, ჟიგიმანტასი, იკნევიჩიანე - ეს კოლექტიური ე.წ. პოლიტიკოსები ჩვენთვის არასდროს არ ყოფილა ევროპა და დამერწმუნეთ, არც ევროპელებისთვის არ არის ევროპა" - ირაკლი კირცხალია

"კალასი, ჟიგიმანტასი, იკნევიჩიანე - ეს კოლექტიური ე.წ. პოლიტიკოსები ჩვენთვის არასდროს არ ყოფილან ევროპა და დამერწმუნეთ, არც ევროპელებისთვის არ არის ევროპა. ჩვენთვის ევროპა არის ის ფასეულობები, რასაც ჩვენ პატივს ვცემდით და თანხვედრაშია ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, ევროკავშირის გადაწყვეტილებები საქართველოსთან მიმართებით უფრო მეტად ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკის შეფასებას ეფუძნება თუ ფართო გეოპოლიტიკურ კონტექსტს, რომელშიც დღეს რეგიონი იმყოფება? - ირაკლი კირცხალია პასუხობს, რომ გეოგრაფიული მდგომარეობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

"ჩვენ გეოგრაფიულად გვერგო, რომ ვიყოთ ძალიან სტრატეგიულ ადგილას, მიუხედავად იმისა, შეიძლება არ ვართ მდიდარი რაღაც კონკრეტული ბუნებრივი რესურსებით, ჩვენ გვაქვს ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობა. რა თქმა უნდა, ინტერესი რომ არ ჰქონდეთ ამ გეოგრაფიული მდგომარეობის რეგიონალურ ჭრილში, რა თქმა უნდა, ეს თავდასხმებიც ნაკლები იქნებოდა. სწორედ ეს ვერ მოუნელებიათ, რომ ასეთ სტრატეგიულ ადგილზე არის ხელისუფლება და არის ქართველი ხალხი, რომელმაც ხელისუფლებას დაუკვეთა, რომ ვიაროთ დამოუკიდებლად და ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე - ვიმეგობროთ ყველასთან, ვისთანაც ჩვენი ქვეყნის ინტერესები იქნება მაქსიმალურად დაცული. თავიდანვე ვამბობდით, სანამ არ დამთავრდება ეს სისხლისმღვრელი ომი, არ დამთავრდება ის მცდელობა, რომ ჩვენ როგორღაც პროვოკაციაში ჩავებათ," - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

დღის ამბები