გორის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეთა შორის ინტელექტუალური შეჯიბრება "ინტელექტ ჩემპიონატი 2026" გაიმართა.
ტურნირი 3 დღის განმავლობაში ორი ასაკობრივი ჯგუფის გუნდებს შორის მიმდინარეობდა. მასში გორის 64 სკოლის 720 მოსწავლე მონაწილეობდა.
გამარჯვებული გუნდები გორის მერიის მიერ სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ. დაწესდა დამატებითი პრიზიც - გამარჯვებული ბავშვები ზაფხულის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებულ ბანაკში დაისვენებენ.