ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ნარუჯაში გზის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება.
მეხუთე ქუჩაზე უკვე მოეწყო გზის მიერთებები და სანიაღვრე არხები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს 2 440 მეტრი სიგრძის ასფალტის საფარის დაგება და ეზოებში შესასვლელების მოწყობა.
გზის რეაბილიტაცია, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.