ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ უცხოურ ძალებს ჰორმუზის სრუტის დატოვებისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მუდმივი რისკის ქვეშ ყოფნის შესახებ გააფრთხილა. მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანი ომანის სანაპიროსთან არმიის Apache ვერტმფრენის ჩამოგდებაში დაადანაშაულა.
"ჩვენს ტერიტორიასთან ახლოს მდებარე უცხოური ძალები მუდმივი რისკის ქვეშ არიან საკუთარი ადამიანური შეცდომების, უბრალო ავარიების ან პოტენციურად ჯვარედინი ცეცხლის ქვეშ მოქცევის გამო. რისკის შესამცირებლად, საუკეთესო გამოსავალია, რომ უცხოური ძალები რაც შეიძლება მალე გავიდნენ გარემოდან ," - განაცხადა არაღჩიმ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა: "მიუხედავად იმისა, რომ თეირანი უპირატესობას ანიჭებს "დიპლომატიის ენას... როგორც ჩვენმა მამაცმა მეომრებმა აჩვენეს მსოფლიოს, ჩვენ ვიცით, როგორ ვისაუბროთ სხვა ენებზეც".
საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე არ ითვლება საერთაშორისო წყლებად და მას ირანი და ომანი ერთობლივად აკონტროლებენ.
ან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანის სამხედრო ძალები მუდმივ მზადყოფნაში არიან "ირანის საჰაერო სივრცის, ტერიტორიისა თუ ტერიტორიული წყლების ნებისმიერი დარღვევის" აღსაკვეთად.
ცნობისთვის, არაღჩიმ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ იძულებულია უპასუხოს თავდასხმას.