ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის სამხედრო ძალებმა ჰორმუზის სრუტის თავზე ამერიკული საპატრულო ვერტმფრენი Apache ჩამოაგდეს.
თეთრი სახლის ლიდერის განმარტებით, ორივე პილოტი გადარჩა და უვნებლადაა, თუმცა მომხდარს ოფიციალური ვაშინგტონის მხრიდან საპასუხო რეაგირება მოჰყვება.
"ჩვენმა დიდებულმა სამხედრო უწყებამ ახლახან შემატყობინა, რომ წუხელ, ჰორმუზის სრუტის თავზე პატრულირებისას, ირანელებმა ჩვენი ერთ-ერთი მაღალტექნოლოგიური ვერტმფრენი Apache ჩამოაგდეს.
ბორტზე ორი პილოტი იმყოფებოდა, ორივე მათგანი უსაფრთხოდ და უვნებლად არის. მიუხედავად ამისა, ამერიკის შეერთებული შტატები, აუცილებლობის გამო, იძულებულია უპასუხოს ამ თავდასხმას. გმადლობთ ყურადღებისთვის!" - წერს სოციალურ ქსელში ტრამპი.