09 ივნისი 2026,   22:42
ვრცლად
საქართველო-ჩინეთის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა - დიპლომატიური ურთიერთობების 34-ე წლისთავზე, თბილისი და პეკინი თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადიან

საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 34 და სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმებიდან 3 წლისთავზე, ორმა ქვეყანამ ურთიერთთანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლა გადაწყვიტა.

მიხეილ ყაველაშვილმა ჩინელ კოლეგას ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 34-ე წლისთავი მიულოცა და აღნიშნა, რომ დიპლომატიური კონტაქტების დამყარების შემდეგ, საქართველომ და ჩინეთმა სტაბილურად განამტკიცეს პარტნიორობა და ორმხრივი ურთიერთობების დინამიური განვითარება, რაც თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობას ქმნის.წერილს წერილით უპასუხა ჩინეთის პრეზიდენტმა და თქვა რომ ურთიერთობების ყოვლისმომცველი, სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადასვლა, ახალ პერსპექტივებს ჩაუყრის საფუძველს.

საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 34-ე წლისთავი საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს. მინისტრის მოადგილემ და ჩინეთის ელჩმა საქართველოში, ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. ითქვა, რომ მრავალსექტორული თანამშრომლობა: ვაჭრობის, ინვესტიციების, დაკავშირებადობის, კულტურის, განათლებისა და ხალხთაშორის კავშირების სფეროში. ხელშესახებ შედეგებს ქმნის, რაც ორ ქვეყანას შორის ნდობას აძლიერებს და მეტ სარგებელს ქმნის.

საქართველოსა და ჩინეთს შორის 2023 წელს გაფორმებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე გააკეთა აქცენტი პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძის განცხადებით შეთანხმებამ ისეთი კონკრეტული დადებითი შედეგები მოიტანა, როგორიცაა პირდაპირი საჰაერო ფრენები, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი და თავისუფალი ვაჭრობა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ავიაციის, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის, ხელოვნური ინტელექტისა და სხვა სფეროებში დადებული ორმხრივი შეთანხმებების პარალელურად, ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის გადაწყვეტილება, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ახალ თავს ხსნის.

საგარეო უწყებაში დღეს გამართული ღონისძიების ფარგლებში, ჩინეთის ელჩმა, მომდევნო თვიდან თბილისი-შანხაის მიმართულებით, პირდაპირი ავიარეისის დანიშვნა დააანონსა.

დღის ამბები