აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ჩეხეთში საქართველოს საელჩოში გამართულ მიღებას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია დაესწრო.
ღონისძიების დასასრულს, პრაღის მრავალფუნქციური კულტურული სივრცის სცენაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი "აფხაზეთი" ქართული ხალხური, ტრადიციული სიმღერებითა და ქორეოგრაფიული ნომრებით წარდგა.
მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ჩეხეთის რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დიპლომატიური კორპუსის, აგრეთვე პრაღაში ქართული დიასპორის წარმომადგენლები.