09 ივნისი 2026,   16:15
ვრცლად
საქართველოშიც და ამერიკაშიც არიან ადამიანები, პოლიტიკური ძალები, რომლებიც ცდილობენ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გადატვირთვის პროცესის მაქსიმალურად დაზიანებას, შეფერხებას და მოწამვლას - ლევან მახაშვილი ჯო ვილსონზე

ამერიკის წარმომადგენელთა პალატამ "კავკასიაში ჩინეთის კონტროლთან გამკლავების აქტი" დაამტკიცა. კანონპროექტი, რომელიც რესპუბლიკელმა ჯო უილსონმა და დემოკრატმა სტივ კოენმა წარადგინეს, თეთრ სახლს ავალდებულებს, 180 დღეში დადოს ანგარიში კავკასიის რეგიონში რუსეთისა და ჩინეთის სპეცსამსახურების შესაძლო თანამშრომლობის შესახებ, მათ შორის, საუბარია საქართველოზეც.

ჯო უილსონი ჩინეთის გავლენებს საფრთხედ მიიჩნევს მაშინ, როცა მისივე პარტიის ლიდერი და პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, საჯაროდ აცხადებს, რომ სი ძინპინი მისი „კარგი მეგობარია“. წარმომადგენელთა პალატის შემდეგ, დოკუმენტი ახლა სენატში გადაინაცვლებს, სადაც კენჭისყრა უნდა გაიმართოს.

საკითხზე შეფასებები კეთდება თბილისში. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, საქართველოშიც და აშშ-შიც არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ, საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გადატვირთვის პროცესი დააზიანონ.

"საზოგადოებას, რომელიც უყურებს ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობებს, ჩინეთ - ევროკავშირის სახელმწიფოების ურთიერთობებს, მათ პოლიტიკურ მიჯნურობას და ჩახუტებას, სტრატეგიულ პარტნიორობებს, ახალ სავაჭრო თუ სატარიფო შეთანხმებებს, სხვადასხვა სფეროში ახალ შეთანხმებებს, შეიძლება გაუჩნდეს კითხვა, რატომ არის ეს ორმაგი სტანდარტი? ეს იქნება სრულიად ბუნებრივი, ლეგიტიმური კითხვა. მეორე მხრივ, არ დაგვავიწყდეს, რა არის მოტივაცია ამ ადამიანების. მიმდინარეობს ძალიან მგრძნობიარე, მაგრამ მნიშვნელოვანი პროცესი ამერიკა საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვის, აღდგენის, სტრატეგიული პარტნიორობისკენ სწრაფვის. მაგრამ, ამის ფონზე, საქართველოშიც და ამერიკაშიც არიან ადამიანები, პოლიტიკური ძალები, რომლებიც ცდილობენ ამ პროცესის მაქსიმალურად დაზიანებას, შეფერხებას და მოწამვლას ამ კონსტრუქციული გარემოს. საქართველოს საზოგადოება ნახავს FARA-ს რეესტრში, ალბათ, კიდევ ერთ ლობისტურ შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც, ჩვენ გამოვიტანთ დასკვნებს, რომ თუკი ვინმე რამეს ყიდის, ეს არის ამ ადამიანის ხმა და კონგრესში საკანონმდებლო ძალაუფლება, ვიწროპოლიტიკური ინტერესებისთვის", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

დღის ამბები