ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი საარჩევნო პროცესებში აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე ახალგაზრდებს ესაუბრა. მან ახალ თაობას მიაწოდა ინფორმაცია საარჩევნო სისტემების, არჩევნების ისტორიის, საარჩევნო უფლების, საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების უპირატესობებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დეზინფორმაციის წინააღმდეგ საარჩევნო ადმინისტრაციის სტრატეგიაზე და იმ აქტივობებზე, რომელსაც ცესკო ამომრჩევლებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდების მიზნით ახორციელებს.
შეხვედრა აქტიური დისკუსიით დასრულდა.