უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებას ქართველი ხალხის მიმართ უსამართლო მუქარას უწოდებს მმართველი გუნდი.
საუბარია მარტში მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც საქართველოს დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლა შეჩერდა.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებით, მათი ზოგიერთი მოთხოვნა იმდენად უსამართლო იყო, რომ მკვეთრად განსხვავებული აზრის მქონე პირებმაც კი ამოიღეს ხმა, რათა არ დაზიანებულიყო მთლიანი მოსახლეობის ინტერესები.
მისივე თქმით, არ შეიძლება, სახელმწიფო იმ გზას დაადგეს, რომელიც ეკონომიკურად და ფიზიკურად დაანგრევს.
"შანტაჟის შინაარსია იმდენად უსამართლოა, რომ ექსტრემისტების მხარემაც კი ამოიღო ხმა და ამბობენ, რომ საქართველო, მთლიანად მისი საზოგადოება, არ უნდა დაისაჯოს იმის გამო, რომ კონკრეტული პოლიტიკური მიზნები, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პოზიციას უპირისპირდება.
იმდენად უსამართლოა ეს მოთხოვნები, რომ არ გიტოვებენ გზას, მწვავე კამათში შესვლის გარეშე. არ შეიძლება სახელმწიფო იმ გზას დაადგეს, რომელიც ეკონომიკურად და ფიზიკურად დაანგრევს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, ორ დღეში, მიმდინარე საკითხთან დაკავშირებით, ბრიუსელში, ევროპულ კომისიასა და ქართულ დელეგაციას შორის ტექნიკური ხასიათის შეხვედრა გაიმართება.