09 ივნისი 2026,   02:25
ვრცლად
პრემიერი გიორგი შარაშიძეს: საქართველოს წინააღმდეგ ტერმინის, დემოკრატიული უკუსვლა დამკვიდრება დაიწყეს 2019 წლის ბოლოს, როცა თქვენი პარტიის თავმჯდომარე იყო პრემიერი, მაშინ უთავმოყვარეო იყო, რადგან პრემიერად რჩებოდა იქ, სადაც იყო დემოკრატიული უკუსვლა

საქართველოს წინააღმდეგ კონკრეტული ტერმინების დამკვიდრება დაიწყეს 2019 წლის ბოლოს,  ტერმინი დემოკრატიული უკუსვლა, მანამდე არ გამოუყენებიათ. ამ ტერმინის დამკვიდრება დაიწყეს 2019 წლის ბოლოს, როდესაც თქვენი პარტიის თავმჯდომარე იყო პრემიერ-მინისტრი,  მაშინ თუ იყვნენ უსამართლოები ეს ადამიანები, დემოკრატიულ უკუსვლას აღიარებდა? მაშინ უთავმოყვარეო იყო, პრემიერად რჩებოდა იქ, სადაც იყო დემოკრატიული უკუსვლა, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გახარიას პარტიის წარმომადგენელ გიორგი შარაშიძეს.

მთავრობის მეთაურის თქმით, დემოკრატიულ უკუსვლასთან ერთად, ამერიკიდან და ევროპიდან პირდაპირ იყო ერთიანი დალაგებული გზავნილი, რომ საქართველომ გადაუხვია ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას.

"თქვენი თავმჯდომარის ბრალი იყო ის, რომ მთელი ამერიკა და ევროპა რომ ამბობდა ამ ტყუილს, რომ ეს უკავშირდებოდა პროპორციული სისტემის ჩავარდნას. ვინ ეკითხებათ საერთოდ პროპორციული იქნება სისტემა, მაჟორიტარული თუ შერეული? ეს ხომ სუვერენული გადაწყვეტილებაა. ეს პროპორციული სისტემა მაინც ასამოქმედებელი იყო იმ საკონსტიტუციო ცვლილებებით, რომლებიც ჩვენ დავამტკიცეთ. გამოდიოდა ამერიკა და ევროპა - თქვენი თავმჯდომარე როცა იყო პრემიერი, იგივე ტყულებს ამბობდნენ მაშინ, რასაც დღეს ამბობენ. ახლა რომ ამბობთ, საპარლამენტო არჩევნები არ მოეწონათო, 2020 წელს გახსოვთ რა ხდებოდა. ერთად დავდიოდით მაშინ ჩვენ და თქვენი პარტიის მოქმედი თავმჯდომარე, როცა სამარცხვინოდ ისხდა ოპოზიცია.  მოლაპარაკებები დაიწყო და ჩვენ მოლაპარაკებები ოპოზიციასთან კი არ გვქონდა, მოლაპარაკებები გვქონდა დეგნანთან და ჰარცელთან, ევროკავშირის და აშშ-ის ელჩებთან. მათთან გვქონდა მოლაპარაკებები, რაც უნდა გამართულიყო ოპოზიციასთან. მოლაპარაკების მხარე ვიყავით აქეთ ჩვენ და იქით ორი ელჩი. ოპოზიციის წარმომადგენლები იქ ისხდნენ ანტურაჟივით. ეს არის ოპოზიციის სახე. გაგვაკრიტიკეთ რაზეც გინდათ, რაღაც კანონი არ მოგწონთ, გადაწყვეტილება არ მოგწონთ. თქვენ თვითონ რომ აღიარებთ, ჩვენი ოცნებაა ევროკავშირიო, კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ეს არის ჩვენი მიზანი, იქ ხომ მაინც შეიძლება, რომ სახელმწიფოს გვერდით დაუდგეთ. აქ ხელისუფლების გვერდში დადგომა ხომ სახელმწიფოს გვერდში დადგომაა. თუ შენ ამაზე ოცნებობ, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, გამოდი და თქვი, ეს ყველაფერი უსამართლობაა, სიმახინჯეა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები