08 ივნისი 2026,   12:57
ვრცლად
უკრაინაში რუსეთის თავდასხმის სამიზნე სუმისა და ზაპოროჟიეს ოლქი გახდა - არიან დაღუპულები

უკრაინაში რუსეთის ძალების თავდასხმის სამიზნე სუმის ოლქი გახდა, ქალაქ კონოტოპში საცხოვრებელ კორპუსზე თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა.

ზაპოროჟიეს ოლქში, საჰაერო დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, თავდასხმა განხორციელდა ოდესაზეც, ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.

ქალაქებში და დასახლებებში დაბომბვის შედეგად განადგურდა საცხოვრებელი სახლები და სამოქალაქო, კრიტიკული ინფრასტრუქტურა. მიმდინარეობს სახანძრო სამაშველო და სამძებრო ოპერაციები.

დღის ამბები