ლისაბონის "სპორტინგის" საერთაშორისო საფეხბურთო ბანაკი რუსთავში საზეიმოდ დაიხურა.
ხუთი დღის განმავლობაში, ახალ ტექნიკურ სტადიონზე, 6-დან 16 წლამდე ფეხბურთელები, "სპორტინგის" აკადემიის მწვრთნელების მეთვალყურეობით, ვარჯიშობდნენ.
საფეხბურთო კლუბ "რუსთავისა" და "რუსთაველი ჯგუფის" მხარდაჭერით, ორი გამორჩეული მოთამაშე პორტუგალიაში, "სპორტინგის" აკადემიის საზაფხულო ბანაკში გაემგზავრება. კემპის მონაწილე სპორტსმენებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ.