08 ივნისი 2026,   09:38
ვრცლად
რადიკალურ ოპოზიციას პოლიტიკურ განულებამდე არაფერი უკლია - დავით მათიკაშვილი

ოპოზიციურ დაპირისპირებას მმართველი გუნდი ეხმაურება. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" პოლიტიკური რესურსი საბოლოოდ ამოწურა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ოპოზიციურ პარტიაში პირველობისთვის იბრძვიან, თუმცა ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მათ ოპონენტებს არაფრის გაკეთების ძალა არ შესწევთ.

"რადიკალურ ოპოზიციას პოლიტიკურ განულებამდე არაფერი უკლია. ისინი, პრაქტიკულად, ერთმანეთზე არიან გადამტერებულნი და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საკუთარი რეალური ნეგატიური სახე კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაანახონ საზოგადოებას.

იბრძვიან პირველობისთვის იქ, სადაც აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის პირველი და ვინ მეორე, რამეთუ ეს რადიკალური პოლიტიკური ძალა არაფრის გამკეთებელი, და რეალურის შედეგის მომტანი არ არის", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

დღის ამბები