07 ივნისი 2026,   20:18
ვრცლად
პატრიარქის ნათლულებს 600-ზე მეტი ბავშვი შეუერთდება - არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი

სამების ტაძარში, ამ წუთებში, 73-ე და პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ, პირველი საყოველთაო ნათლობა მიმდინარეობს.

კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის ნათლული 600-ზე მეტი ბავშვი გახდება. ოჯახებში მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლის მსახურების შემდეგ კი უწმინდესი მის ნათლულებს დალოცავს.

კათოლიკოს-პატრიარქმა საყოველთაო ნათლობის ტრადიციის გაგრძელების შესახებ 17 მაისს, სამების ტაძარში გამართულ "ოჯახის სიწმინდის დღესთან" დაკავშირებულ წირვაზე ისაუბრა.

არქიმანდრიტ იოვანე მჭედლიშვილის თქმით, აღნიშნულმა ინიციატივამ დემოგრაფიის განვითარებას შეუწყო ხელი, რადგან ბევრმა მშობელმა მოინდომა, რომ მათი შვილის ნათლია პატრიარქი ყოფილიყო.

"დღეს, პატრიარქის ნათლულებს 600-ზე მეტი ბავშვი შეუერთდება. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს ინიციატივა თავის დროზე, როცა უწმინდესმა დაიწყო მესამე და შემდგომი ბავშვების ნათლობა, ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში შვილიერების მდგომარეობა მცირდებოდა. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი, რომ გამრავლებულიყო ერი. ძალიან ბევრმა ადამიანმა მოინდომა, რომ მათი შვილის ნათლია პატრიარქი ყოფილიყო", - განაცხადა მამა იოვანე (მჭედლიშვილმა).

დღის ამბები