07 ივნისი 2026,   18:29
ვრცლად
სომხეთის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო უბნების აფეთქების შესახებ ყალბი მუქარები გავრცელდა - სომხეთის შსს

სომხეთში, საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობისას, ბომბის აფეთქების შესახებ მუქარის შემცველი ინფორმაცია გავრცელდა. ოფიციალური ინფორმაციით, მუქარა ყალბი აღმოჩნდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ხელისუფლების განცხადებით, არჩევნების დროს ამომრჩევლებს უცხოური ტელეფონის ნომრებითა და ელექტრონული ფოსტის მისამართებით, რამდენიმე საარჩევნო უბნის მიმართ ყალბი მუქარა გაეგზავნათ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ყველა მუქარა ცრუ იყო.

"ასეთი ქმედებები შეიძლება ჩაითვალოს ჰიბრიდული გავლენისა და ინფორმაციულ-ფსიქოლოგიური ზეწოლის მცდელობად, რომელიც მიზნად ისახავს ნორმალური საარჩევნო პროცესის ჩაშლას, საზოგადოებაში შფოთვისა და უნდობლობის გავრცელებას და სახელმწიფო ინსტიტუტების გადატვირთვას. შინაგან საქმეთა სამინისტრო და სამართალდამცავი სისტემა სრულად აკონტროლებს სიტუაციას. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, არ აჰყვნენ დეზინფორმაციას, არ გაავრცელონ გადაუმოწმებელი ინფორმაცია და დაუყოვნებლივ აცნობონ სამართალდამცავ ორგანოებს, თუ ასეთ შეტყობინებებს მიიღებენ", - ნათქვამია სომხეთის შს სამინისტროს განცხადებაში.

დღის ამბები