07 ივნისი 2026,   16:48
ვრცლად
"ხალხის ძალის" წევრები რეგიონებში ვიზიტს განაგრძობენ - შეხვედრა ამჯერად სამეგრელოს მუნიციპალიტეტების წევრებთან შედგა

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" წევრები სამეგრელოს რეგიონის მუნიციპალიტეტებში ამავე ჯგუფის ფრაქციის წევრებს შეხვდნენ.

მათ ერთმანეთს არსებული ვითარების, მიმდინარე საკითხებისა და ადგილზე არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს, რომელსაც მოგვიანებით ჯგუფის ლიდერები საპარლამენტო უმრავლესობასა და პრემიერ-მინისტრთან გააჟღერებენ.

შეხვედრების მიზანი ასევე პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლობის გააქტიურებაა. "ხალხის ძალის" საპარლამენტო შემადგენლობა მსგავსი შეხვედრებით მთელს საქართველოს მოივლის.

დღის ამბები