თბილისის მერიამ სიონის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. პროექტის მიზანი ტაძრისა და სამრეკლოს გადახურვის განახლებაა, რაც ფრესკებისა და კედლების დაზიანების პრევენციას მოემსახურება.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აღდგენით სამუშაოებს თბილისის განვითარების ფონდი ახორციელებს. მილიონ 220 000 ლარის ღირებულების პროექტი ოქტომბრის ბოლოს დასრულდება.
სამუშაოებს დღეს დედაქალაქის მერი გაეცნო.
"პროექტი გაკეთებულია, მიმდინარეობს ხარაჩოების მოწყობა და შემდეგ უშუალოდ დაიწყება სამუშაოების განხორციელება. პრობლემა აქვს სახურავს, ასევე დაზიანებული სამრეკლო. ყველაფერი იქნება მოწესრიგებული. ის, რომ დღეს წყალო ჩამოდის, ფრესკებს აზიანებს, მთლიანად მოწესრიგებული იქნება, სამუშაოები კი ოქტომბრის ბოლოსთვის სრულად დამთავრდება. მუშაობს თბილისის განვითარების ფონდი, ჩართულია საპატრიარქოს შესაბამისი ყველა წარმომადგენელი და დარგის სპეციალისტები. სიონის ტაძარი კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონეა და ყველა დეტალს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა,"- აცხადებს კახა კალაძე.