საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბაჰრეინთან ამხანაგური მატჩი გამართა. შეხვედრა ქართველი ფეხბურთელების სასარგებლოდ, ანგარიშით 2:0 დასრულდა.
ანგარიში მეორე ტაიმში ლუკა ლოჩოშვილის გოლით გაიხსნა, 77-ე წუთზე კი ხვიჩა კვარაცხელიამ პენალტი ზუსტად შეასრულა და სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა.
მატჩს საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე მოადგილესთან, ირაკლი დოლაბერიძესთან, თბილისის მერ კახა კალაძესთან, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან და ფედერაციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.