ბაჰრეინთან ამხანაგურ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩის 76-ე წუთზე პენალტი გამოიყენა და საქართველოს სასარგებლოდ ანგარიში 2:0 გახდა.
ხვიჩა კვარაცხელიასთვის ეს გოლი ეროვნული გუნდის რიგებში 23-ე იყო. ამ მაჩვენებლით ის გიორგი მიქაუტაძეს გაუთანაბრდა.
საქართველოსა და ბაჰრეინის შეხვედრაში ანგარიში ლუკა ლოჩოშვილმა 52-ე წუთზე გახსნა.