ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, “ჰეზბოლას” საინჟინრო დანაყოფის მეთაური აბედ ჰარბი მოკლეს, რომელიც სამხრეთ ლიბანში, “ცაჰალის” ჯარისკაცების წინააღმდეგ გამოსაყენებელი ასაფეთქებელი ნივთიერებების აწყობაზე იყო პასუხისმგებელი.
Abcnews-ის ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალებს მისი მკვლელობის ადგილისა და დროის შესახებ დამატებითი დეტალები არ გაუვრცელებია.
“ის იყო “ჰეზბოლას” მაღალი რანგის მეთაური და პასუხისმგებელი იყო ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებზე არაერთ თავდასხმაზე“, - აღნიშნულია “ცაჰალი” განცხადებაში.