05 ივნისი 2026,   13:31
ვრცლად
ვიხილეთ მრავალი გაუქმებული ავიარეისი და ტურისტული მოგზაურობა, ამიტომ მშვიდობა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა როგორც ტურიზმის, ისე ზოგადად, ეკონომიკური განვითარებისათვის - მსოფლიო ტურისტული ქალაქების ფედერაციის წარმომადგენელი, რიჩარდ მარჩინკოვიჩი

თბილისის მე-16 რეგიონულ ფორუმზე 20 ქვეყნის ასობით წარმომადგენელი უსაფრთხოების, გეოპოლიტიკის და ურბანული განვითარების შესახებ მსჯელობენ.

მსოფლიო ტურისტული ქალაქების ფედერაციის წარმომადგენელმა, რიჩარდ მარჩინკოვიჩმა, არსებულ გამოწვევებზე და მშვიდობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

"მშვიდობა ტურიზმისთვის უმნიშვნელოვანესია. ვხედავთ, რა ხდება დღეს მსოფლიოში - რუსეთ-უკრაინის ომი, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტები - ეს ყველაფერი ტურიზმზე სერიოზულ გავლენას ახდენს. ვიხილეთ მრავალი გაუქმებული ავიარეისი და გაუქმებული ტურისტული მოგზაურობა. ამიტომ მშვიდობა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა როგორც ტურიზმის, ისე ზოგადად ეკონომიკური განვითარებისათვის. მშვიდობის გარეშე ვერ იარსებებს ვერც ტურიზმი და ვერც ეკონომიკური პროგრესი. სწორედ ამიტომ, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოში მშვიდობა იყოს," - განაცხადა რიჩარდ მარჩინკოვიჩმა.

დღის ამბები