05 ივნისი 2026,   13:30
ვრცლად
"დარწმუნებული ვარ, ეს ფორუმი ძალიან ნაყოფიერი იქნება და უკვე მოუთმენლად ველოდები საქართველოში კვლავ დაბრუნებას" - ჯამელ ჰენრიკსენი მდგრადი განვითარების ფორუმზე

თბილისის მდგრადი განვითარების მე-16 რეგიონული ფორუმი გრძელდება, სადაც ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად ტურიზმის სექტორი გამოიკვეთა. ფორუმის ფარგლებში, საერთაშორისო ექსპერტებმა ხაზი გაუსვეს ადამიანური რესურსის კვალიფიკაციის ამაღლების მნიშვნელობას, რაც მდგრადი ტურიზმის განვითარების საფუძველია.

აშშ-ის სასტუმროებისა და განთავსების ობიექტების საგანმანათლებლო ინსტიტუტის წარმომადგენელმა, ჯამელ ჰენრიკსენმა, ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

"პირველად ვსტუმრობ საქართველოს და შესაძლებლობა მაქვს, ვისაუბრო ტურიზმის მნიშვნელობაზე. ჩემს გამოსვლაში ყურადღებას გავამახვილებ სამუშაო ძალის განვითარების როლზე და იმაზე, თუ რატომ არის კვალიფიციური ადამიანური რესურსი მდგრადი ტურიზმის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობა. დარწმუნებული ვარ, ეს ფორუმი ძალიან ნაყოფიერი იქნება და უკვე მოუთმენლად ველოდები საქართველოში კვლავ დაბრუნებას," - განაცხადა ჯამელ ჰენრიკსენმა.

დღის ამბები