05 ივნისი 2026,   12:30
ვრცლად
ბანგლადეშში წითელას აფეთქების შედეგად 600-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა

ბანგლადეშში წითელათი გარდაცვალების 600-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანა ბოლო ათწლეულების განმავლობაში ამ დაავადების ყველაზე მასშტაბურ აფეთქებას ებრძვის.

მედია ჯანდაცვის გენერალურ დირექტორზე დაყრდნობით წერს, რომ ოთხშაბათ დილით მწვავე ვირუსული დაავადებით კიდევ შვიდი ბავშვი გარდაიცვალა, რითაც გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 601-მდე გაიზარდა.

მედიის ინფორმაციით, 90 ბავშვი წითელათია გარდაცვლილი, ხოლო 511 - წითელასთან დაკავშირებული სიმპტომებით.

ფედერალური ჯანდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ 15 მარტიდან, როდესაც წითელას პირველი აფეთქება დაფიქსირდა, საეჭვო შემთხვევებით, დაახლოებით 60 000 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია მოხდა. შემთხვევების საგანგაშო ზრდამ მთავრობა აიძულა, დაავადების გავრცელების შესაჩერებლად, მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო იმუნიზაციის კამპანია დაეწყო.

დღის ამბები