საქართველოს ეროვნული ბანკი "თვის მიმოხილვას" აქვეყნებს.
მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით. გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლესს ინფორმაციას ეყრდნობა.
ძირითადი ტენდენციები
ინფლაცია
მაისში წლიურმა ინფლაციამ 5.7% შეადგინა, ხოლო მარტთან შედარებით ფასების საერთო დონემ 0.3%-ით მოიმატა საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მერყევ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, მაისში 3.5% შეადგინა
მომსახურების ინფლაცია 3.8%-ს გაუტოლდა
საბანკო სექტორი
აპრილში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხების ზრდის ტემპმა 14.1% შეადგინა დეპოზიტების დოლარიზაცია აპრილში არ შეცვლილა და 46.6% შეადგენს
აპრილში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაცია 0.1 პპ-ით, 42.5%-მდე შემცირდა საგარეო სექტორი
იმპორტი - საქონლის იმპორტი წლიურად 2.9%-ით შემცირდა და 1.5 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა. აპრილში საქონლის იმპორტის შემცირება ძირითადად სამომხმარებლო და საინვესტიციო დანიშნულების საქონლის იმპორტის კლებამ განაპირობა.
ექსპორტი - საქონლის ექსპოწრტი წლიურად 16.1%-ით გაიზარდა და 716.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აპრილში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტის წლიური ზრდა ძირითადად შუალედური მოხმარების და სამომხმარებლო საქონლის ექსპორტის ზრდამ განაპირობააპრილის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 154.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რეზერვების მთლიანმა მოცულობამ კი 6.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა