04 ივნისი 2026,   16:30
ვრცლად
სამების საკათედრო ტაძარში საყოველთაო ნათლობა 7 ივნისს გაიმართება

საპატრიარქოს ინფორმაციით, ნათლობის მორიგი ეტაპი 7 ივნისს თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება. გავრცელებული ინფორმაციით, საღამოს 20:00 საათზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ახალ ნათელღებულებს დალოცავს.

"ამა წლის 7 ივნისს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გაიმართება მორიგი, 73-ე ეტაპი, კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვის მონათლვისა.

20:00 საათზე უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III დალოცავს ახალ ნათელღებულებს", - წერია განცხადებაში.

დღის ამბები