04 ივნისი 2026,   14:33
ვრცლად
ომი უკრაინაში - რუსეთის იერიშებს უკრაინაში 11 ადამიანი ემსხვერპლა, ათეულობით დაშავებულია

ომი გრძელდება უკრაინაში, ქვეყნის რეგიონებში საჰაერო განგაშია გამოცხადებული. მოსახლეობას თავშესაფარში გადასვლისკენ მოუწოდებენ. რუსეთის ძალების მიერ გაშვებულ დრონებს და რაკეტებს დონეცკის ოლქის დასახლებებში 5 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებული კი 11 მოქალაქეა. აგრესიას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა ხერსონის ოლქში, დაშავდა 26.

ქვეყნის სხვა და სხვა ნაწილში ახლა სახანძრო, სამაშველო და სამძებრო ოპერაციები მიმდინარეობს.

განადგურებულია საცხოვრებელი სახლები, სამოქალაქო, კრიტიკული ინფრასტრუქტურა.

დღის ამბები