04 ივნისი 2026,   12:21
ვრცლად
სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის საფასურის გადახდისთვის განსაზღვრული ვადა 5 ივნისს სრულდება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სტუდენტებს შეგახსენებთ, რომ 2026 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის პროცესი განსაზღვრული ვადების შესაბამისად აქტიურად გრძელდება, - ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ კონკურსში მონაწილეობის საფასურის გადახდა სავალდებულოა 5 ივნისის 18:00 საათამდე, ხოლო რეგისტრაციის დასრულება - 8 ივნისის 18:00 საათამდე.

"კონკურსში მონაწილეობის საფასური შეადგენს 10 ლარს. გადახდა შესაძლებელია „საქართველოს ბანკის“ პლატფორმების მეშვეობით, კერძოდ, ონლაინ გადახდის სისტემით (bogpay.ge), ინტერნეტ ბანკით (ibank.ge), მობილური აპლიკაციით (mBank) და თვითმომსახურების ტერმინალებით.

სტუდენტთა საგრანტო კონკურსი ბაკალავრიატის სტუდენტებს სთავაზობს შესაძლებლობას მოიპოვონ ან გაიუმჯობესონ სახელმწიფო სასწავლო გრანტი. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ იმ სტუდენტებს, რომლებიც 2025 წლის 17 დეკემბრამდე ჩაირიცხნენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე და ვერ მოიპოვეს სრული ან ნაწილობრივი სახელმწიფო დაფინანსება.

იმ შემთხვევაში, თუ კონკურსის შედეგად სტუდენტი ვერ გაიუმჯობესებს დაფინანსებას, მას უნარჩუნდება არსებული სახელმწიფო გრანტი და კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა მომავალშიც აქვს," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები