ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი აშენდება. პროექტი სამცხე-ჯავახეთის 6-ვე მუნიციპალიტეტს მოემსახურება.
თავშესაფრისთვის ახალციხის მერიამ სურსათის ეროვნულ სააგენტოს ერთი ჰექტარი მიწის ნაკვეთი უკვე გადასცა. თანამედროვე სტანდარტების კომპლექსში ვოლიერები, საკარანტინე ზონა და ბიოლოგიური გამწმენდი მოეწყობა.
მშენებლობის ეტაპები მუნიციპალიტეტის მერმა, ვარლამ წიკლაურმა და სურსათის სააგენტოს წარმომადგენლებმა განიხილეს.