ბათუმი საქართველოს პირველ ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს მასპინძლობს. მულტი-სპორტული შეჯიბრება სპორტის 17 სახეობაში 14-დან 17 წლამდე ასაკის სპორტსმენებს შორის იმართება და მასში საქართველოს ყველა რეგიონიდან მონაწილეობენ ნაკრები გუნდები.
ფესტივალის საზეიმო გახსნაზე შედგა ტრადიციული ოლიმპიური ფიცის დადების ცერემონია.
ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერითა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით ტარდება.