თბილისში, მტკვარში მანქანა გადავარდა.
გავრცელებული ინფორმაციით შემთხვევა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევას მოჰყვა.
მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.