27 ნოემბერი 2026,   23:10
ვრცლად
პეტერ მაგიარი ზელენსკის შეხვდება: მთავარ პირობად უკრაინის ბაღებში, სკოლებსა და საჯარო სექტორში უნგრული ენის გამოყენების უფლებას ასახელებს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეტერ მაგიარი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისთვის მზადყოფნას გამოთქვამს, ინიციატივას კი უკრაინაში სკოლებში ბაღებსა და საჯარო სექტორში უნგრული ენის შემოღებას უკავშირებს.

პეტერ მაგიარის განცხადებით ბაღებსა და სკოლებში მშობლიური ენის გამოყენება ფუნდამენტური უფლებაა, რომელსაც ევროკავშირისკენ მიმავალმა ქვეყანამ პატივი უნდა სცეს.

მაგიარი აცხადებს, რომ ბუდაპეშტი მზად არის ორმხრივ ურთიერთობებში ახალი ფურცელი გადაშალოს თუ სადავო საკითხი გადაიჭრება და ადამიანის ძირითადი უფლებები უკრაინის მხრიდან დაცული იქნება.

"პრეზიდენტ ზელენსკის შეხვხვდები თუ ნამდვილად შევძლებთ შეთანხმებას ადამიანის ძირითად უფლებებზე.


ვინაიდან, როგორც უმცირესობისთვის, საკუთარი მშობლიური ენის გამოყენება საბავშვო ბაღში, სკოლაში, საჯარო სექტორში ან კულტურული უფლებების დაცვა, არ არის რაიმე ზედმეტი პრივილეგია - ეს ადამიანის ძირითადი უფლებაა.
ჩვენ გვჯერა, რომ ქვეყანამ, რომელსაც სურს ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება, პატივი უნდა სცეს ამ უფლებებს.
მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ჩვენ შევძლებთ უკრაინასთან ამ სადავო საკითხის მოგვარებას, რომელიც 10 წელზე მეტია გრძელდება, და მზად ვართ, უკრაინულ-უნგრულ ურთიერთობებში ახალი ფურცელი გადავშალოთ“. - განაცხადა პიტერ მადიარმა გერმანიაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

დღის ამბები