ომი გრძელდება უკრაინაში - რუსეთის ძალების მორიგი მასირებული თავდასხმის სამიზნე ქვეყნის ქალაქები და დასახლებები გახდა.
დარტყმების სერია დრონებით და რაკეტებით განხორციელდა. კიევში, დნიპროში და ხარკოვში 10-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 60-მდე დაშავდა.
დედაქალაქში დაზიანებულია შენობები, გათიშულია ელექტროენერგია. სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობს სახანძრო, სამძებრო და სამაშველო ოპერაციები.