04 აგვისტო 2026,   06:37
ვრცლად
რუსთავი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო კამპანიას  საზეიმო მსვლელობით შეუერთდა

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო კამპანიას რუსთავიც შეუერთდა, სადაც დღესასწაული საზეიმო მსვლელობით აღინიშნა.

კოსტავას გამზირზე მოწყობილ კოსტიუმირებულ აღლუმში უამრავი ადგილობრივი პატარა ჩაერთო. ზღაპრის გმირებისა და ორკესტრის შოუ ქალაქის მთავარ მოედანზე საბავშვო კონცერტით გაგრძელდა, საღამო კი "რანინელების" გამოსვლით დასრულდა.

დღის ამბები