დღეს ნინოობაა. მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოში წმინდა ნინოს შემოსვლას ზეიმობს.
ქვეყანაში ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადება წმინდა ნინოს სახელს უკავშირდება.
დღესასწაული განსაკუთრებულად აღინიშნება ფოკასა და ბოდბეში, სადაც დილიდან მსახურება ტარდება, 12:30 კი პარაკლისს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III აღავლენს.