ირანის პრეზიდენტი გადადგომას ითხოვს. მედიაპლატფორმა "ირან ინთერნეიშენალის" ცნობით, მასუდ ფეზეშკიანმა უზენაეს ლიდერს, მოჯტაბა ხამენეის ოფიციალური წერილი უკვე გაუგზავნა.
ანონიმური წყაროს ინფორმაციით, პრეზიდენტის პროტესტის მიზეზი "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსია", რომელმაც ქვეყნის მართვა და საკვანძო გადაწყვეტილებების მიღება ფაქტობრივად ხელში ჩაიგდო.
გავრცელებული ცნობით, პრეზიდენტსა და გუშაგთა კორპუსს შორის დაპირისპირების მთავარი მიზეზი, აშშ-ირანის ომი და მისი შედეგები გახდა.
პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნას ოფიციალური თეირანი ამ დრომდე არ ადასტურებს.