03 აგვისტო 2026,   04:00
ვრცლად
ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2025/26 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

უეფას ტექნიკური დამკვირვებლების ჯგუფმა "პარი სენ-ჟერმენის" (PSG) ქართველი ნახევარმცველი უეფას ჩემპიონთა ლიგის 2025/26 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა - ამის შესახებ UEFA ჩემპიონთა ლიგის პლატფორმაზე წერს.

10 გოლი და 6 საგოლე გადაცემა 16 შეხვედრაში - ასეთი ქართველი ფეხბურთელის შედეგი ყველაზე პრესტიჟულ ევროპულ ტურნირზე. მსგავსი აღიარება სხვადასხვა წელს მიუღიათ მხოლოდ ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც არიან: რონალდუ, ბენზემა, ლევანდოვსკი, მოდრიჩი.

შეგახსნებთ, საფრანგეთის საფეხბურთო კლუბი "პსჟ", ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, წელს, ზედიზედ მეორედ გახდა.

დღის ამბები