03 აგვისტო 2026,   18:17
ვრცლად
მინდა, მივულოცო თითოეულ პოლიციელს ეს დღე. რა თქმა უნდა, ვამაყობთ, რომ ვემსახურებით საქართველოს - სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ტაქტიკური განყოფილების უფროსი

31 მაისი პოლიციელის დღეა. შსს სამინისტრო საზეიმო ღონისძიებას, ადმინისტრაციულ შენობასთან საღამოს 9 საათზე გამართავს. ღონისძიების ფარგლებში უწყების სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლების საზეიმო მსვლელობა გაიმართება, შესრულდება სახელმწიფო ჰიმნი.

ღონისძიებაზე სამართალდამცველებს სიტყვით მიმართავენ შინაგან საქმეთა მინისტრი, პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავჯდომარე, თბილისის მერი და ვიცე-პრემიერი, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი.

პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სულხან თამაზაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებს დააჯილდოვებს.

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ტაქტიკური განყოფილების უფროსმა შოთა ჭელიძემ, პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა.

ჭელიძის განცხადებით, თითოეული მათგანისთვის საამაყოა, რომ ემსახურებიან საქართველოს.

"თითოეული პოლიციელისთვის მნიშვნელოვანი დღეა. მინდა, მივულოცო თითოეულ პოლიციელს პოლიციელის დღე, წარმატება ვუსურვო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოდგენილი ჰყავს სხვადასხვა უწყებები, ასევე სასაზღვრო პოლიციის სამსახურები. ჩვენ წარმოვადგენთ სანაპირო დაცვას, სანაპირო დაცვა აქტიურად უზრუნველყოფს შავი ზღვის საზღვრის კონტროლსა და უსაფრთხოებას. რა თქმა უნდა, ვამაყობთ, რომ ვემსახურებით საქართველოს", - განაცხადა შოთა ჭელიძემ.

დღის ამბები