05 აგვისტო 2026,   19:56
ვრცლად
საქართველო, ბიატლონის საერთაშორისო დღეს პირველად აღნიშნავს და ღონისძიებაში მონაწილე 30-ზე მეტ ქვეყანას უერთდება

საქართველო, ბიატლონის საერთაშორისო დღეს პირველად აღნიშნავს და ღონისძიებაში მონაწილე 30-ზე მეტ ქვეყანას უერთდება.

ამ დღესთან დაკავშირებით, ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, მხიარული სტარტი, სიმულაციური ვარჯიშები, ბიატლონის საბაზისო აღჭურვილობის გაცნობა, გასართობი და შემეცნებითი აქტივობები ტარდება. არის ფოტოგადაღების სივრცეც, რომელშიც სკოლის მოსწავლეებთან ერთად, ახალგაზრდა სპორტსმენები და მოყვარულები ჩაერთვებიან.

საქართველოში ბიატლონის განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობა ბაკურიანში თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნა გახდა. 2025 წელს დასრულდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი 3.5-კილომეტრიანი ბიატლონის ტრასა, რომელმაც Bakuriani 2025-ის ევროპის ახალგაზრდულ ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლა და სპორტის ამ სახეობის განვითარების ახალი ეტაპი განსაზღვრა.

ბიატლონი ზამთრის ოლიმპიური სპორტია, რომელიც აერთიანებს: სათხილამურო სირბილს და მიზანში სროლას.

დღის ამბები