ფონდი "ქართუს“ მხარდაჭერით მიმდინარე "თბილისის ურბანული ტყის" პროექტის ფარგლებში, გამწვანების აქცია და მედიატური გაიმართა.
პროექტი ნარიყალას, სოლოლაკის, მთაწმინდის, ვერის, ბაგების, წავკისისა და ოქროყანის ტერიტორიებს მოიცავს. ტერიტორია 700 ჰექტრამდე ფართობს მოიცავს, ხოლო გამწვანებით სამუშაოები 180 ჰექტარზე უკვე განხორციელდა .
პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყო საფეხმავლო და ველობილიკები, განახლდა სარწყავი სისტემა და დაირგო 672 000 ნერგი.
"თბილისის ურბანული ტყის" პროექტი 2020 წლიდან ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება 24 მილიონ ლარს შეადგენს.