ისტორიული მსოფლიო ჩემპიონატი, 48 გუნდი და 104 მატჩი - "რუსთავი 2" ყველაზე მასშტაბური და განსხვავებული მსოფლიო ჩემპიონატის გასაშუქებლად მზად არის!
წელს "ფიფას" სიახლეები აქვს. ამერიკა, კანადა და მექსიკა - ისტორიაში პირველად, მსოფლიო ჩემპიონატი სამ ქვეყანაში ჩატარდება. წინა მუნდიალებისგან განსხვავებით, 2026 წელს პლანეტის პირველობისთვის ერთმანეთს 48 გუნდი შეეჯიბრება.
ტურნირის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო Azteca სტადიონია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატს მესამედ უმასპინძლებს. 1970 წელს სწორედ ამ სტადიონზე მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი მესამედ ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა - პელემ.
კიდევ ერთი ისტორიული მომენტი უკავშირდება Azteca-ს სტადიონს. 1986 წელს გულშემატკივარმა "ღმერთის ხელი" ამ სტადიონზე იხილა, როცა არგენტინამ მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა.
1 წლის წინ, მუნდიალი პირველად ახლო აღმოსავლეთში უჩვეულო დროს - ზამთარში ჩატარდა. ყატარში გამართულ მსოფლიო პირველობაზე რეკორდული რაოდენობის 172 გოლი გავიდა.
2022 წლის პლანეტის პირველობა ყველაზე დასამახსოვრებელი ლიონელ მესისთვის აღმოჩნდა.
მრავალწლიანი მოლოდინის შემდეგ, ლეგენდარულმა ფეხბურთელმა მსოფლიო თასი პირველად აღმართა, არგენტინამ კი 36-წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონობა იზეიმა. ფინალში საფრანგეთთან დრამატულ შეხვედრაში გამარჯვება ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ მატჩად იქცა.
18 ყვითელი და ერთი წითელი ბარათი - 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი დაძაბულობითაც გამოირჩეოდა. ნახევარფინალურ ორთაბრძოლაში კი არგენტინისა და ნიდერლანდების ნაკრების ფეხბურთელებს შორის დაპირისპირებამ პიკს მიაღწია.
მარცხი, გამარჯვება, იმედგაცრუება და დაძაბული მომენტები - მსოფლიო ჩემპიონატი სტარტს 11 ივნისს აიღებს. ქართველ მაყურებლებს დაუვიწყარი საფეხბურთო თავგადასავლის ყურება კი "რუსთავი 2"-ზე შეეძლება.