02 აგვისტო 2026,   22:46
ვრცლად
მსოფლიო საფეხბურთო სამყარო ჩემპიონთა ლიგის გრანდიოზული ფინალის მოლოდინშია - საჩემპიონო მატჩზე ქართული დროშებიც იფრიალებს

მსოფლიო საფეხბურთო სამყარო ჩემპიონთა ლიგის გრანდიოზული ფინალის მოლოდინშია. უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი დღეს უკვე ნამდვილ საფეხბურთო ფესტივალად არის ქცეული, სადაც საჩემპიონო მატჩზე ქართული დროშებიც იფრიალებს. ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ფინალში ხვიჩა კვარაცხელია "პარი სენ-ჟერმენთან" ერთად ჩემპიონის ტიტულის დაცვასა და თასის ზედიზედ მეორედ აღმართვას შეეცდება.

ამ მატჩს დიდი ისტორიული დატვირთვა აქვს. იმ შემთხვევაში, თუ პარიზული გუნდი გამარჯვებას მოიპოვებს და ჩემპიონობას შეინარჩუნებს, ის მადრიდის "რეალის" შემდეგ გახდება მეორე კლუბი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელმაც ტიტულის წარმატებით დაცვა შეძლო.

ქართველი ვარსკვლავი გადამწყვეტ შეხვედრას შთამბეჭდავი სტატისტიკით ხვდება. ხვიჩა კვარაცხელიამ ფინალამდე 10 გოლი გაიტანა და, ჯამში, 17 საგოლე მოქმედება შეასრულა. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ პლეი-ოფის ეტაპზე გატანილი 7 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით ის ბომბარდირთა სიის სათავეშია და ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა.



ავტორი: ლაშა დვალიშვილი

დღის ამბები