04 აგვისტო 2026,   02:27
ვრცლად
"ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი" - აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს ინიციატივით, კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვეს

აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს ინიციატივით, კონკურსის "ჩემი თვალით დანახული აფხაზეთი" გამარჯვებულები დააჯილდოვეს.

10-დან 17 წლამდე მოზარდებმა თითქმის 300 ნამუშევარი წარმოადგინეს, საიდანაც ჟიურიმ 10 საუკეთესო გამოავლინა.

კონკურსის მიზანი ახალგაზრდებში აფხაზეთის თემატიკით ინტერესის გაღრმავება და ისტორიულ-კულტურული მეხსიერების შენარჩუნებაა.

ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის წევრები და ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დღის ამბები