08 აგვისტო 2026,   01:07
ვრცლად
მე-20 საუკუნის გამორჩეული ქართველი მეღვინის, იორამ თარხნიშვილის სახელობის ღვინის ფესტივალი დაფუძნდა

მე-20 საუკუნის გამორჩეული ქართველი მეღვინის, იორამ თარხნიშვილის სახელობის ღვინის ფესტივალი დაფუძნდა. კულტურული და აკადემიური აქტივობებით დატვირთულმა ღონისძიებამ უმასპინძლა მეღვინეებს, ღვინის მარნების წარმომადგენლებს, ადგილობრივ მეწარმეებს, ქართული ღვინით დაინტერესებულ ადგილობრივ და უცხოელ სტუმრებსა და საქართველოში აკრედიტებული საერთაშორისო მისიების წარმომადგენლებს.

ფესტივალის ფარგლებში, დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ აღმოეჩინათ 100-მდე სხვადასხვა სახეობის ღვინო და უშუალოდ გასაუბრებოდნენ მათ ავტორებს. ამასთან ერთად, საზოგადოება უფრო ახლოს გაეცნო იორამ თარხნიშვილის მემკვიდრეობას და დაესწრო ცნობილი მეღვინის შესახებ გამოცემული ახალი წიგნის პრეზენტაციას. საპატიო სტუმრის სტატუსით ფესტივალის გახსნას ესწრებოდა თავად იორამ თარხნიშვილის შთამომავალი, პირველი ქართველი ლოტბარი ქალის, მარო თარხნიშვილის შვილიშვილი - კომპოზიტორი მარიკა კვალიაშვილი.

ღონისძიების დასკვნით ნაწილში პროფესიონალ მეღვინეთა და სტუდენტური კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. გამარჯვებულს მთავარი პრიზი პირადად ფესტივალის დამფუძნებელმა, ეკატერინე აზარაშვილმა გადასცა.

დღის ამბები