03 აგვისტო 2026,   17:13
ვრცლად
"საქართველო იმსახურებს უკეთესს" - სრულიად უკბილო და არაადეკვატური ლოზუნგია! ის ნიშნავს, რომ პრინციპში ყველაფერი ასე თუ ისე წესრიგშია, მაგრამ უკეთესიც შეიძლება" - მიხეილ სააკაშვილი

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 26 მაისის ოპოზიციური აქციის შეფასებას ციხიდან აგრძელებს და ამჯერად აქციის სლოგანს - "საქართველო იმსახურებს უკეთესს" - აკრიტიკებს.

სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ აღნიშნული ლოზუნგი "სრულიად უკბილო და არაადეკვატურია" და ის თითქოს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ყველაფერი წესრიგშია, თუმცა უკეთესიც შეიძლება.

"საქართველო იმსახურებს უკეთესს" - სრულიად უკბილო და არაადეკვატური ლოზუნგია! ის ნიშნავს, რომ პრინციპში ყველაფერი ასე თუ ისე წესრიგშია, მაგრამ უკეთესიც შეიძლება. ნუთუ მთლად დავბრმავდით თუ რა ხდება?

ჩემთვის მიუღებელია დავარცხნილი, ფსევდო-დემოკრატიული რიტორიკა.
"შემოდგომაზე შევიკრიბებით უფრო მეტი" - ძალიან მავნე გეგმაა.ვინც ჩემსავით ფიქრობს, გავერთიანდეთ და ვიმოქმედოთ", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

დღის ამბები