27 ნოემბერი 2026,   19:29
ვრცლად
"საქართველო არის ქვეყანა, სადაც კანონისა და სამართლის უზენაესობაა. სახელმწიფო სტრუქტურებმა ეს ტესტი მორიგ ჯერზე ჩააბარეს ძალიან მაღალ დონეზე" - თორნიკე ფაღავა გორში მომხდარ ძალადობის ფაქტზე

გორში მომხდარ ძალადობის ფაქტზე პოლიტიკური შეფასებები გრძელდება.

მმართველი გუნდის შეფასებით, სისტემურ დანაშაულზე საუბარი მიუღებელია სისტემური დანაშაულის შემოქმედებისგან.

"საქართველო არის ქვეყანა, სადაც არის კანონისა და სამართლის უზენაესობა. შესაბამისად, სახელმწიფო სტრუქტურებმა მორიგ ჯერზე ჩააბარეს ძალიან მაღალ დონეზე ეს ტესტი. სასაცილოა, ოპოზიციის მხრიდან სისტემურობაზე საუბარი, ადამიანების მხრიდან, რომლებიც იყვნენ წევრები და შემქმნელები იმ პოლიციური რეჟიმის, რომელიც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ არის მსჯავრდებულები," - აღნიშნა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თორნიკე ფაღავამ.

აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოლოდინშია 6 პოლიციელი - ბრალდება მათ გუშინ უკვე წარედგინათ. პროკურატურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 27 მაისს გორში, ძალადობით, გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას. შეილახა დაზარალებულის უფლებები და ზიანი მიადგა მის ჯანმრთელობას.

დღის ამბები