04 აგვისტო 2026,   14:22
ვრცლად
ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელ ხიდზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელ ხიდზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

ცეცხლი ხიდზე საღამოს გაჩნდა, თუმცა მისი გამომწვევი მიზეზები უცნობია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

დამწვარია ხიდის, მოაჯირისა და იატაკის ნაწილი.

შემთხვევის ადგილზე, ზუგდიდის მერი დავით კოდუა იმყოფებოდა. 

დავით კოდუა, ფაქტის ამსახველ ფოტოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სწრაფი რეაგირებისთვის მადლობას უხდის. 

"ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელ საფეხმავლო ხიდზე ხანძარი ლიკვიდირებულია. მადლობა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სწრაფი რეაგირებისთვის. დამწვარია საფეხმავლო ხიდის ხის საფარის 4 კვადრატული მეტრი, დაზიანებულია მოაჯირის ნაწილი,"- წერს დავით კოდუა. 

დღის ამბები